შპს „პეტროქს უნივერსალი“
წარმოგიდგენთ
მრავალფუნქციურ მისართს თხევად საწვავზე
(ბენზინი, დიზელი)
“PETROX UNIVERSAL”
დღეს მსოფლიოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, სულ უფრო აქტუალური ხდება ახალი სატრანსპორტო დერეფნების ათვისების საჭიროება. ამ ეტაპზე განიხილება დიდი ეკონომიკური პოტენციალის მქონე „აბრეშუმის დიდი გზისათვის“ მეტი დატვირთვის მიცემის საკითხი.
„აბრეშუმის დიდი გზის“ განვითარება გულისხმობს სახმელეთო გადაზიდვების ზრდას, გამოიწვევს რა, აღნიშნულ კორიდორში შემავალი ქვეყნების ფინანსური შემოსავლების მატებას, ამ ქვეყნების სახელმწიფო ბიუჯეტებში დიდი ოდენობის თანხების აკუმულირებას. შესაბამისად, მოხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების კოლოსალური ზრდა; აღნიშნული კი, უკავშირდება ეკოლოგიურ პრობლემებს/საფრთხეებს, კერძოდ, ჰაერის დაბინძურებას, სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენას, რაც დღევანდელი მსოფლიოსათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
წევრი ქვეყნების მიერ სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურად გამოყენების მიზნით, მას უნდა მიენიჭოს ეკოლოგიურად სუფთა მაგისტრალის სტატუსი, რაც მას მეტ ცნობადობას შესძენს, მეტად დატვირთავს და უზრუნველყოფს მისი სრული პოტენციალის ათვისებას. დაინტერესებული ქვეყნები ერთობლივად უნდა ჩაერთონ ეკოლოგიური გაჯანსაღების პროცესებში და დაიწყონ აქტიური მოქმედებები მაგისტრალისათვის ეკოსტატუსის მოსაპოვებლად.


ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტის ასოციაცია 6.5 მილიარდი აშშ დოლარის პროექტებს ახორციელებს. 2022 წელს ქ.აქტაუში (ყაზახეთის რესპუბლიკა) გაფორმდა დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს ყაზახეთმა, აზერბაიჯანმა, საქართვლომ და თურქეთმა. 2027 წლისათვის ნავარაუდევია შუა დერეფნის ტვირთის გამტარუნარიანობა წელიწადში 6 მილიონიდან 10 მილიონ ტონამდე გაიზარდოს. პირველ ეტაპზე, კონტეინერების რაოდენობა 80 ათასიდან 300 ათასამდე გაიზრდება, რასაც მოჰყვება ყოველწლიურად ამ რიცხვის ზრდა. 2023 წელს “ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით (TITR)”, იგივე შუა დერეფნით, 2.7 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2022 წლის მაჩვენებელზე 86%-ით მეტია. ამ დროისათვის ე.წ. შუა დერეფნის მარშრუტში 11 ქვეყანაა წარმოდგენილი, 25 კომპანიით. საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი იწყება ჩინეთში, გავილის ყაზახეთს, კასპიის ზღვას და გადადის აზერბაიჯანში, გაივლის საქართველოს და თურქეთის, შემდეგ უკვე შავი ზღვის საშუალებით უკავშირდება ევროპის ქვეყნებს.
სომხეთი, ირანი და ინდოეთი ახალი სავაჭრო მარშრუტის ჩაშვებას გეგმავენ. როგორც სომხური მედია წერს, ეს იქნება ნამდვილი გარღვევა საერთაშორისო ლოგისტიკაში.
გამოცემის ცნობითვე, სამივე ქვეყნის წარმომადგენლები უახლოეს მომავალში შეხვდებიან ერთმანეთს. უკვე ცნობილია, რომ შეხვედრა ირანის ტერიტორიაზე შედგება.
რაც შეეხება მარშრუტს, ის ინდოეთში, მუმბაის პორტიდან ირანის ჩაბაჰარის გავლით სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის და საქართველოში შემოვა, საიდანაც პროდუქტები ევროკავშირის ქვეყნებში გავა.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალი სავაჭრო კორიდორი ოთხჯერ შეამცირებს ლოგისტიკურ ხარჯებს, ხოლო გადაზიდვის დრო ორჯერ შემცირდება – 40 დღიდან 18 დღემდე.
ანალიტიკოსების აზრით, აღნიშნული პროექტის წარმატებული რეალიზაცია ასევე განიხილება, როგორც არსებული საზღვაო მარშრუტების პერსპექტიული ალტერნატივა, მათ შორის სუეცის არხის გავლით.
P.s ეს ორივე კოლიდორი ძმიმე ტვირთად დააწვება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით არამარტო საქართველოს,არამედ ყველა მონაწილე ქვეყანას.

გთავაზობთ მრავალფუნქციურ მისართს თხევადი საწვავისათვის
- ქართველ ინოვატორ მეცნიერთა ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღებულ იქნა ინოვაციური ტექნოლოგიებით (know-how) შექმნილი საწვავის მრავალფუნქციური დანამატი/მისართი (ბენზინი, დიზელი) Petrox Universal;
- მისართი შედგება ორგანული ინგრედიენტებისაგან (ეთილის სპირტი – ეთანოლი, დისტილირებული (გამოხდილი) წყალი და გლიცერინი + know- how და წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს; არ მოითხოვს შენახვისა და უტილიზაციის განსაკუთრებულ პირობებს, არ არის აალებადი და ფეთქებადი;
- საწვავში ემატება 1-დან 2,5 მლ/ლ მისართი (საწვავის რაობისა და ხარისხის მიხედვით) ყოველ 10 ლიტრ საწვავზე.
მისართი Petrox Universal თხევად საწვავში დამატების შედეგად
- იკლებს მხუთავი აირის (CO), ნახშირწყალბადების (HC), აზოტის ჟანგეულების (NOx) გარეთ გამოტყორცნა და კვამლიანობა – საშუალოდ 40-70%-ით;
- პარალელურად, იკლებს საწვავის მოხმარება (ხარჯი) დიზელის ძრავებზე – საშუალოდ 15%-ით, ხოლო ბენზინიან ძრავებზე – 20%-ით;
- ასუფთავებს ძრავის საწვავ კამერას, სარქველებსა და კოლექტორის სისტემას, უხანგრძლივებს რესურსს კატალიზატორ კონვერტორს;
- ჩვენი პროდუქტის გამოყენების შედეგად, თქვენ მიიღებთ ფინანსურ სარგებელს, დაზოგავთ საწვავის ხარჯს; ამასთანავე, დაიკლებს CO და სხვა მხუთავი აირების მაჩვენებელი კანონიერ მინიმუმამდე, გაიზრდება ძრავის მუშაობის სიმძლავრე და შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება თქვენი ავტომობილის (ძრავის, საწვავის მიწოდების სისტემის და ა.შ.) გამართული მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში.
ჩვენმა ორგანულმა მისართმა გაიარა კვლევები:
- საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში (საქართველო)
- ლონდონის დიაგნოსტიკისა და ტექმომსახურების ცენტრში (დიდი ბრიტანეთი)
- კასპიის საინსპექციო კომპანიაში (თურქეთის ოფისი)
- ქ.ხაიფას ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (ისრაელი)
კვლევები და ტესტირებები
2015 წელს კომპანია „სოკარ ჯორჯიას“ დაკვეთით, ჩატარდა გაზომვები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბოშის გამონაბოლქვი აირების ანალიზატორისა და კვამლმზომის ბოლო მოდელის გამოყენებით
2016 წელს ლონდონში კომპანია „ემიშონს ანალიტიკს“ მიერ ჩატარდა ტესტირება ევრო-5 სტანდარტის ავტომობილზე და ამავე სტანდარტის საწვავზე. არსებობს შესაბამისი ოქმები და დასკვნები.
დანამატზე მიღებულია პატენტი, რომელიც მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე; ასევე, ნებართვა მის წარმოებასა და რეალიზაციაზე PCT-ის სისტემაში შემავალი ქვეყნების ტერიტორიაზე.
“პეტროქს უნივერსალის” ეფექტები
ძრავის რესურსის გაზრდა
“პეტროქს უნივერსალის” ფორმულა სპეციალურად არის შექმნილი შენი ავტომობილის ძრავის გაწმენდისა და ოპტიმიზაციისთვის, რაც იწვევს საწვავის წვის გაუმჯობესებას და ცხენის ძალის ზრდას.
CO & CO2, HC, NOX დონის შემცირება
“პეტროქსი” უზრუნველყოფს საწვავის წვის შემდეგ იკლებს მხუთავი აირის (CO, CO2) ნახშირწყალბადების (HC), აზოტის ჟანგეულების (NOx) გარეთ გამოტყორცნა და კვამლიანობა – საშუალოდ 40-70%-ით;
განკუთვნულია ნებისმიერი ტიპის თხევად საწვავზე მომუშავე ძრავისთვის
გამოიყენე “პეტროქს უნივერსალი”, შეამცირე გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების რაოდენობა და მიიღე საგრძნობი ეკონომია საწვავის მოხმარების მხრივ.
ელექტრულად გამართული ავტომობილი
მისართი “Petrox Universal”-ის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ თქვენი ავტომობილის ელექტროობა, კატალიზატორი და სენსორები გამართულად მუშაობს*

FAQ
ხშირად დასმული კითხვები
ქვემოთ ჩამოთვლილია ის კითხვები, რომლებიც “პეტროქს უნივერსალის” მომხმარებელს ყველაზე ხშირად უჩნდება.
“პეტროქს უნივერსალის” შეძენა შეგიძლიათ გალფის ბენზინგასამართი სადგურების მაღაზიებში⛽ ასევე შეკვეთის გაფორმება შეგიძლია, ჩვენ ვებგვერდზე.
საწვავში პეტროქს უნივერსალის შერევის ყველაზე ეფექტური ვარიანტია: ერთ ან ორლიტრიან ჭურჭელში ჩაისხას დანამატის ის რაოდენობა, რამდენი ლიტრი საწვავის ჩასხმასაც აპირებთ ავზში. ჭურჭელი აავსეთ საწვავით, შეანჯღრიეთ და შემდეგ ჩაასხით ავზში. დაამატეთ შესაბამისი რაოდენობის საწვავი.
10 მილილიტრიანი შეფუთვა 25 ლარი 100 მლ – 125 ლარი 500 მლ – 250 ლარი 1 ლიტრი – 500 ლარი
10 ლიტრ ბენზინზე 1 მილილიტრი პეტროქსი;
10 ლიტრ დიზელზე 2 მილილიტრი პეტროქსი



