

დღეს მსოფლიოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, სულ უფრო აქტუალური ხდება ახალი სატრანსპორტო დერეფნების ათვისების საჭიროება. ამ ეტაპზე განიხილება დიდი ეკონომიკური პოტენციალის მქონე „აბრეშუმის დიდი გზისათვის“ მეტი დატვირთვის მიცემის საკითხი.
„აბრეშუმის დიდი გზის“ განვითარება გულისხმობს სახმელეთო გადაზიდვების ზრდას, გამოიწვევს რა, აღნიშნულ კორიდორში შემავალი ქვეყნების ფინანსური შემოსავლების მატებას, ამ ქვეყნების სახელმწიფო ბიუჯეტებში დიდი ოდენობის თანხების აკუმულირებას. შესაბამისად, მოხდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების კოლოსალური ზრდა; აღნიშნული კი, უკავშირდება ეკოლოგიურ პრობლემებს/საფრთხეებს, კერძოდ, ჰაერის დაბინძურებას, სოფლის მეურნეობის პროდუქტებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენას, რაც დღევანდელი მსოფლიოსათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.
წევრი ქვეყნების მიერ სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურად გამოყენების მიზნით, მას უნდა მიენიჭოს ეკოლოგიურად სუფთა მაგისტრალის სტატუსი, რაც მას მეტ ცნობადობას შესძენს, მეტად დატვირთავს და უზრუნველყოფს მისი სრული პოტენციალის ათვისებას. დაინტერესებული ქვეყნები ერთობლივად უნდა ჩაერთონ ეკოლოგიური გაჯანსაღების პროცესებში და დაიწყონ აქტიური მოქმედებები მაგისტრალისათვის ეკოსტატუსის მოსაპოვებლად.
გთავაზობთ მრავალფუნქციურ მისართს თხევადი საწვავისათვის
ქართველ ინოვატორ მეცნიერთა ერთობლივი მუშაობის შედეგად მიღებულ იქნა ინოვაციური ტექნოლოგიებით (know-how) შექმნილი საწვავის მრავალფუნქციური დანამატი/მისართი (ბენზინი, დიზელი) “Petrox Universal”.
დანამატი შედგება ორგანული ინგრედიენტებისაგან (ეთილის სპირტი – ეთანოლი, დისტილირებული (გამოხდილი) წყალი და გლიცერინი + know-how და წარმოადგენს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს; არ მოითხოვს შენახვისა და უტილიზაციის განსაკუთრებულ პირობებს, არ არის აალებადი და ფეთქებადი;
მისართი პეტროქს უნივერსალი ბენზინის საწვავში ემატება 1 მლ, ყოველ 10 ლიტრზე.
ხოლო დიზელის საწვავში 2 მლ, ყოველ 10 ლიტრზე.
მისართის საწვავში დამატების შედეგად
იკლებს მხუთავი აირის (CO, CO2) ნახშირწყალბადების (HC), აზოტის ჟანგეულების (NOx) გარეთ გამოტყორცნა და კვამლიანობა – საშუალოდ 40-70%-ით;
კვამლიანობის შემცირების პარალელურად, იკლებს საწვავის მოხმარება (ხარჯი) დიზელისა და ბენზინის ძრავებზე – საშუალოდ 10%-დან 20%-მდე.
მისართი ასუფთავებს ძრავის საწვავ კამერას, სარქველებსა და კოლექტორის სისტემას, უხანგრძლივებს რესურსს კატალიზატორ-კონვერტორს;
ჩვენი საწვავის დანამატის გამოყენების შედეგად, თქვენ მიიღებთ ფინანსურ სარგებელს, დაზოგავთ საწვავის ხარჯს; ამასთანავე, დაიკლებს CO, CO2 და სხვა მხუთავი აირების მაჩვენებელი კანონიერ მინიმუმამდე, გაიზრდება ძრავის მუშაობის სიმძლავრე და შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება თქვენი ავტომობილის (ძრავის, საწვავის მიწოდების სისტემის და ა.შ.) გამართული მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში.
გავლილი ექსპერტიზები
დანამატზე მიღებულია პატენტი, რომელიც მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე; ასევე, ნებართვა მის წარმოებასა და რეალიზაციაზე PCT-ის სისტემაში შემავალი ქვეყნების ტერიტორიაზე.
კმაყოფილი მომხმარებელი
მისართი “პეტროქს უნივერსალი”
მისართი „პეტროქს უნივერსალი“ განკუთვნილია სატრანსპორტო თხევად საწვავზე (ბენზინი, დიზელი) დანამატის სახით, რის შედეგადაც უმჯობესდება ძრავისა და საწვავის მიწოდების სისტემის მუშაობა.
მისართი ამდიდრებს ჟანგბადით საწვავს და უზრუნველყოფს მის სრულ წვას, რითაც ამცირებს ატმოსფეროში დამაბინძურებელი გამონაბოლქვის (ნახშირბადის მონოქსიდი, აზოტის ოქსიდები, ნახშირწყალბადები, გოგირდის ოქსიდები და ა.შ.) გამოყოფას და აუმჯობესებს საწვავის ეკონომიურობას საშუალოდ 15%-ით.


ნებისმიერი ძრავისთვის
მისართის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ბენზინისა და დიზელის ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის.
მისართის რეგულარული გამოყენება ასუფთავებს ძრავას და უზრუნველყოფს მის ეფექტურ მუშაობას.
სხვა მისართებისგან განსხვავებით, პეტროქს უნივერსალი იხსნება საწვავში (ავზი, კანისტრა ან დიდი მოცულობის კონტეინერი) 3-5 წუთში.



